სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიგოლ ნარსია ამბობს, რომ ძარცვა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაგეგმა - თავდამსხმელმა პირველი ჩვენება მისცა

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საგამოძიებო უწყებას პირველი ჩვენება მისცა -"ტვ პირველის " ინფორმაციით, გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში გრიგოლ ნარსია დანაშაულის მოტივზე საუბრობს და ამბობს რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა და ძარცვა არასრუწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაგეგმა.

ნარსია ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ნამდვილი არ იყო.

ყოფილი პოლიციელის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს. ერთ-ერთი უფლებადამცველი მედიასაც უდასტურებს, რომ თავდასხმის მოტივად დაკავებული შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

"მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო და ეს იყო სათამაშო - ბუტაფორია იყო"- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ პლევმატური იარაღი ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100