სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

ქართველმა მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. ამის შესახებ ის Instagram-ის გვერდზე წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოფიციალურად ვასრულებ კარიერას. შევასრულე ჩემი მისია ელიტურ სპორტში, ახლა კი დადგა დრო, დავტოვო ძველი გზა და სხვა სფეროებში განვითარება დავიწყო. მადლობა ყველას სიყარულისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს სალომე ფაჟავა.

სალომე ფაჟავამ საქართველოს სახელით ორ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროში მან მე-14 ადგილი დაიკავა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კი მე-17 შედეგი დააფიქსირა.

2015 წლის ევროპულ თამაშებზე სალომე ფაჟავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა ისტორიაში, რომელიც კონტინენტურ პირველობაზე მედალს დაეუფლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100