სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა.

სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი.

სასტუმრო აერთიანებს 34 ოთახსა და ტერასას, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ.

პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს.

"მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული შევმატეთ. ჩვენი ამოცანა სტუმრებისთვის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა, რაც მათ, ერთდროულად, საქართველოს მდიდარი კულტურითა და 20-იანების ეპოქის ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას მისცემს”, - მალხაზ კურტანიძე, სასტუმრო Twenties-ის დამფუძნებელი.

სამომავლოდ, სასტუმრო საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100