სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალების ბრძოლა სიცოცხლის რისკის ზღვარზე - მუქარა, შვილების მკვლელობა, გაროზგვა თუ დასჯის სხვა მეთოდები მათ ვერ აჩერებს

ირან­ში 22 წლის მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ამის გამო ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა აგორ­და. ამი­ნი ირა­ნის ე.წ. მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში, ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვა. წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლებს მჭიდ­როდ უნდა ეკე­თოთ თავ­სა­ფა­რი და თმას მთლი­ა­ნად უფა­რავ­დეთ, ახალ­გაზ­რდა ქალი კი ამ წესს არ იცავ­და. ამი­ნის და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ის მა­ლე­ვე ჩა­ვარ­და კო­მა­ში, ამის მი­ზე­ზი კი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან მას­ზე ძა­ლა­დო­ბა გახ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, გო­გო­ნა ჯერ ხელ­კე­ტით სცე­მეს, შემ­დეგ კი ერთ-ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე მი­არ­ტყმე­ვი­ნეს თავი. თა­ვად პო­ლი­ცია ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქტს დღემ­დე უარ­ყოფს და ამ­ტკი­ცებს, რომ მას "უე­ცა­რი გუ­ლის შე­ტე­ვა“ ჰქონ­და. ამი­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, გო­გო­ნა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ფე­რი აწუ­ხებ­და. ირან­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ეს ტრა­გე­დი­აც კარ­გად აჩ­ვე­ნებს, იყო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც არის ავ­ღა­ნე­თი, ირა­ნი, სი­რია, პა­კის­ტა­ნი ან მალი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია, რად­გან იქ ყო­ველ­დღი­უ­რად გი­წევს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა. ბევრ უფ­ლე­ბა­დამ­ცველს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სის­ტე­მას მკაც­რად და­უ­პი­რის­პირ­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი არ დათ­მო, შე­დე­გად შვი­ლე­ბიც კი მო­უკ­ლეს, თუმ­ცა არც ეს აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი მათ შე­სა­ჩე­რებ­ლად. გთა­ვა­ზობთ იმ ქა­ლე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც ღიად და­უ­პი­რის­პირ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს და ამის­თვის ბევ­რი მათ­გა­ნი მწა­რედ და­ი­სა­ჯა. მაჰ­ბუ­ბა სე­რა­ჯი, ავ­ღა­ნე­თი სე­რა­ჯი არის ავ­ღა­ნე­თის ქალ­თა ქსე­ლის (AWN) ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ეს არის დიდი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ათო­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ათა­სო­ბით წევ­რს ავ­ღა­ნეთ­სა და პა­კის­ტან­ში. 1978 წელს, რო­დე­საც ავ­ღა­ნეთ­ში რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და და პრო­საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა დამ­ყარ­და, მაჰ­ბუ­ბას ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მო­უ­წია. 2003 წლამ­დე ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა გა­და­წყვი­ტა. რო­დე­საც 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ავ­ღა­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "თა­ლი­ბა­ნი“ მო­ვი­და, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ი­კარ­გა. "თა­ლი­ბანს“ სურ­და, რომ ქა­ლებს სა­ხე­ე­ბი და­ე­ფა­რათ, გა­რეთ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით გა­სუ­ლიყ­ვნენ და გა­ნათ­ლე­ბა არ მი­ე­ღოთ. ბევ­რმა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გა­და­წყვი­ტა ავ­ღა­ნე­თის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ სე­რა­ჟი დარ­ჩა. "რო­გორც ლტოლ­ვილს, მე მქონ­და ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ნაჩ­ქა­რე­ვად მოგ­ვი­წია ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და მი­მალ­ვა. ვი­საც ოდეს­მე მო­უ­წია გაქ­ცე­ვა, მიხ­ვდე­ბა რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. ამ­ჯე­რად აღარ მინ­და ვინ­მემ გა­მო­მაგ­დოს. ავ­ღა­ნე­თი ჩემი სამ­შობ­ლოა“, - გან­მარ­ტა მან თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის რჩე­ბა ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბის რუ­პო­რად. უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა და­არ­ღვია "თა­ლი­ბა­ნის“ აკ­რძალ­ვა უპატ­რო­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ და გა­მოთ­ქვა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე. 2021 წელს სე­რა­ჟი BBC- ის ქალ­თა ტოპ-100-ში, ასე­ვე Time- ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­ში მოხ­ვდა. მუნა ლუკ­მა­ნი, იე­მე­ნი მუნა ლუკ­მა­ნი იე­მე­ნის ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. პრო­ექ­ტმა მუ­შა­ო­ბა 2013 წელს და­ი­წყო, რო­გორც ფე­ის­ბუქ­ზე ქალ­თა მხარ­და­ჭე­რის ჯგუფ­მა. 2016 წელს კი სრულ­ფა­სო­ვან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­და­იქ­ცა. დღეს მას­ში შე­დის 270-ზე მეტი ქალი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ქალ­თა სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლი ემ­ხრო­ბა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტას, გმობს ქა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვას მე­ურ­ვის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და მხარს უჭერს აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც რეპ­რე­სი­ებს გა­ნიც­დი­ან. მუნა ლუკ­მან­მა ასე­ვე და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Food for Humanity (Food4Humanity). 2014 წლი­დან ეს პრო­ექ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ასე­ვე ომის ზო­ნებ­ში დან­გრე­უ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი­დან ობ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100