სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებულმა 19 წლის შშმ პირის გაუპატიურება აღიარა

ხობში, შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. მეზობლები ყვებიან, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 19 წლის შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.

წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემთხვევა ოჯახის წევრმა გამოავლინა და პოლიციას მიმართა.

მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100