სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ვორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა კიდურში აქვს მიყენებული და მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100