სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული წყაროები "ვანუატუს კურიოზს" აღიარებენ

ხანგრძლივი უარყოფის, ვანუატუსთან დაკავშირების მცდელობის, მუქარის, დაყვავებისა და შანტაჟის შემდეგ, რუსული მხარე, როგორც იქნა მიხვდა, რომ ფაქტის წინაშე იდგა და მის მიერ მართული მედიასაშუალებების მეშვეობით აღიარა: ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეცვალა.

ვანუატუს ხელისუფლების ახალმა ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ჩანს, ამის შესახებ მაინცდამაინც Daily Post–ს უნდა დაეწერა, რომ შემდეგ „ნიუს.რამბლერ.რუ“–ს დაედასტურებინა. მანამდე რუსული მედიასაშუალებები ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ანალოგიურ ინფორმაციას „ბოდვას“ და „ჭორს“ უწოდებდნენ.

ედვარდ ნატაპეიმ, რომელმაც ვანუატუს ხელისუფლების ლიდერობა ივნისის შუა რიცხვებში გადაიბარა, ოფიციალურად განაცხადა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში იგი საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას ემხრობა. მისივე თქმით, გაეროში ვანუატუს ოფიციალურ წარმომადგენელს დავალება მიეცა, საქართველოსთან ოფიციალური ურთიერთობა დაამყაროს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100