სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლივერპული „Beatles“-ის „მივიწყებულ“ წევრებს უკვდავყოფს

ინგლისში მივიწყებული მომღერლებიც კი ახსოვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ლივერპულის სამოქალაქო საბჭო „The Beatles“-ის ორი, უსამართლოდ მივიწყებული წევრის უკვდავყოფას აპირებს ქალაქის რუქის საშუალებით. საუბარი დრამერ პიტ ბესტსა და ბასისტ სტუარტ სუტკლიფზეა. ისინი ჯგუფში მისი დაბადებიდან, საერთაშორისო აღიარების მოპოვებამდე უკრავდნენ.

საზოგადოებას მუსიკოსების დავიწყების უფლება „Liverpool Beatles Appreciation Society International“-მა არ მისცა. სწორედ ამ ორგანიზაციაში გადაწყვიტეს, რომ ყოფილ „Beatles“-ელებს არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებიათ ჯგუფის წარმატებასა და პოპულარობის მიღწევაში, ვიდრე „კანონიერ“ ოთხეულს.

„სუტკლიფი და ბესტი „The Beatles“-ის ისტორიის განუყოფელი ნაწილები არიან. ისინი ჯგუფთან ერთად იყვნენ პირველ ტურნეში, რომლის საშულაბითაც „ლივერპულელი ბიჭები“ წარმატებულები გახდნენ. ჩვენ ვთვლით, რომ მათი დამსახურებები შესაბამისად უნდა დაფასდეს.“ - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

პიტ ბესტი ჯგუფში ორმოცდაათიანების მიწურულსა და სამოციანების დასაწყისში უკრავდა. იგი 1962 წელს რინგო სტარმა ჩაანაცვლა. სტუარტ სუტკლიფი კი ჯონ ლენონის თანაკურსელი იყო სამხატვრო აკადემიაში. იგი „The Beatles“-ის ბასისტი იყო, მაგრამ 1962 წელს დაკვრას თავი მხატვრის კარიერის გამო დაანება.

ლივერპულში უკვე არსებობს პოლ მაკარტნის მაგისტრალი, ჯონ ლენონის ქუჩა, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის ჩიხები. ასე თუ გაგრძელდა, ლივერპულში პიტ ბესტისა და სტუარტ სუტკლიფის ქუჩებიც იარსებებს და „The Beatles“-ები კვლავ ერთად შეიკრიბებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100