სასოწარკვეთილი, შეშინებული კაცი, მის ადეკვატურობაში ყველას ეჭვი ეპარება - გახარიას პირველი პასუხი ივანიშვილს
"გახარია - საქართველოსთვის" ლიდერის პირველი კომენტარი ბიძინა ივანიშვილის მუქარაზე - ექსპრემიერი, გიორგი გახარია, რომელიც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "გარეწარად" გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილს "სასოწარკვეთილს და შეშინებულს" უწოდებს.
გახარიამ სოლიდარობა გამოუცხადა პარტიის იმ წევრებსაც, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გასამართლებით დაემუქრა.
ექსპრემიერის განცხადებით, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "ადეკვატურობაში ყველას ეჭვი ეპარება".
მისი თქმით, გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ "ივანიშვილი სიძულვილის კამპანიის ავტორია".
მეტიც, ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთთან ვაჭრობდა, რომ მისი ფული დაებრუნებინა.
გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ.
მუქარა არ არის პირველი, მაგრამ პირველი რაც მოხდა ეს არის, რომ გამოვიდა და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით. რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს.
აბსოლუტურად ღიად, თითოეულ ჩვენს წევრს მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ არანაირი მუქარის განმხორციელებელი არ არის, უბრალოდ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი, ემოციური კონტროლისგან გასული და გონივრულობის მიღმა ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომელზეც მე არც გავცემ პასუხს... ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და პირველ რიგში, „ოცნების“ მხარდამჭერებს, რა დღეშია და ვის ხელშია დღეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ფულის გამო ვაჭრობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციით და მეორე, თურმე ვინც პერსონალურად არ ეთანხმება ივანიშვილს და „ოცნებას“, ყველანი მოღალატეები, ხალხის მოღალატეები და ხალხის მტრები არიან და რაღაც ტერმინოლოგიები შემოიტანა.
შემდგომ, როგორც ჩანს, თავისი სიძლიერის, თვითდაჯერებულობის და 70%-იანი მხარდაჭერის დასადასტურებლად „იმედის“პროვოკატორები გამოგვიგზავნა“, - განაცხადა გახარიამ.
კომენტარი