ნიკა რურუას უკანასკნელი პოსტი ფეისბუქზე - აი, რას წერდა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილი მინისტრი
ნიკა რურუას უკანასკნელი პოსტი ფეისბუქზე - აი, რა დაწერა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილმა მინისტრმა...
"Google და სხვა დიდი Tech-კორპორაციები იძულებულნი არიან, რომ იმოქმედონ
რუსეთის სახელმწიფო კომპანიების, Russia Today და “სპუტნიკის”
დეზინფორმაციის წინააღმდეგ". - წერდა ნიკა და ამის შესახებ გარდიანის სტატია ჰქონდა გამოქვეყნებული. (ფოტო-სქრინი)
ამ პოსტამდე კი, წინა პოსტი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მიუძღვნა:
"პირველად ჰყავს საქართველოს "პრეზიდენტი", ვისაც ქვეყნის ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა. და ვინც ზურაბიშვილს მართლა მისცა ხმა, ყოველმა მათგანმა ზუსტად იცის რის ფასად დადეს ეს სამარცხვინო შედეგი"- წერდა კულტურის ყოფილი მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ნიკა რურუას გარდაცვალებას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა:
"ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი".- დაწერა საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
კომენტარი