სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლორისა და ყველის სალათი

მასალა:

ლორი - 200-300 გრამი

ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

ახალი პომიდორი - 2-3 ცალი

მაგარი ყველი - 150 გრამი

მაიონეზი

მომზადების წესი:

ლორი დავჭრათ საშუალო ნაწილებად. პომიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. შესაძლოა თითოეული რგოლიდან შუაგულის ამოღება, მაგრამ ეს თქვენი სურვილისამებრ უნდა მოხდეს. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, ამოვაცალოთ შუაგული და დავჭრათ კუბებად. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მრგვალ თეფშზე დავაწყოთ სალათის ფურცლები და მიღებული მასალები შემდეგი თანმიმდევრობით: ლორი, მაონეზი, პომიდორი, მაიონეზი, ბულგარული წიწაკა, მაიონეზი და ბოლოს ყველი.

ამის შემდეგ, მორთეთ სალათი სურვილისამებრ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100