„ჩემი ცოლის დაქალები“ თბილისში მომხდარ სტიქიას ასე ეხმაურება
„ჩემი ცოლის დაქალები“ თბილისში მომხდარ სტიქიას ასე ეხმაურება:
მეგობრებო!
ალბათ უკვე ყველამ იცით წუხელ თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ამ წუთში არსებული ოფიციალური ინფორმაციით 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (თუმცა, სამწუხაროდ, ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს). წყალდიდობამ თითქმის სრულად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ღამით სამაშველო სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა რამდენიმე მაშველიც. ათობით ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ.
ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფის სახელით, ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობელ ადამიანს. 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, თავს უფლებას ვერ მივცემთ, რუსთავი2-ის ეთერში გასართობი გადაცემა ანუ ჩემი ცოლის დაქალების დღევანდელი სერია შემოგთავაზოთ.
აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ტანსაცმლით, საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით, ამ ყველაფრის მიწოდება შეგიძლიათ თქვენი რაიონის გამგეობაში, საიდანაც პროდუქტებს და ნივთებს გაუნაწილებენ საჭიროებისამებრ ყველა ადამიანს. (თბილისის რაიონული გამგეობების მისამართები წერია კომენტარში)
კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას, შევხვდებით ერთმანეთს პარასკევს, 23:00 საათზე.
კომენტარი