სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენი ხელისუფლება შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც..."

ჩვენი ხელისუფლება შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც პირველი ხელისუფლება, რომელმაც ჩაატარა და დაამკვიდრა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ტრადიცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნები იყო ისტორიული დღე ქვეყნისთვის, რადგან პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში ვიხილეთ მართლაც დემოკრატული, თავისუფალი და სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნები.

პრემიერის ინფორმაციით, არჩევნები, რომელშიც მინაწილეობდა 16 000 კანდიდატი და ხალს მიეცა საშუალება აერჩია დაახლოებით 2000 კანდიდატი.

"ამ არჩევნებში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ ჩავატარეთ ნამდვილად დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, დაფიქსირდა თითოეული ამომრჩევლის ნება, ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული, საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ დამოუკიდებლად და ხელისუფლება არ ჩარეულა მათ მუშაობაში,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, კანდიდატებს, დამკვირვებლებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 59%-იანი ბარიერის გაზრდით, ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.

"ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კოდექსი და დავაწესეთ 50 %-იანი ბარიერი. ჩვენ გაცნობიებული გვქონდა, რომ ამ ბარიერის გაზრდით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე. ვინაიდან ჩვენი მმთავარი ამოცნა იყო ის, რომ ხალხი შევაჩვიოთ დემოკრატიულ არჩევნებს. ხალს ვიმეცით საშუალება,, რომ მათ აერჩიათ მათთვის სადირველი კანდიდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით არის გამართლებული მეორე ტური, რომელიც შეიძლება რამდენიმე ოლქში გაიმართოს. ეს გვესმის, რომ დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, მაგრამ გაცილებით მეტი სარგებელის და მეტი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით,"- აღნიშნა პრემიერმა ბრიფინგზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100