სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცავალა.

მანამდე კი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვნიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ კი, როცა სინათლე აანთეს, აფეთქება მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100