ზაზა სარალიძე: როდესაც პროკურორს ვუთხარი თუ სამართლიანობა არ იზეიმებს "მალალეტკების" ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავსო
ზაზა სალარიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს დადგნენ ერთად იმისთვის და მოითხოვონ სამართლიანობის აღდგენა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს სისხლისღვრა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს რომ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ შურისძიება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება საქმის სამართლიანად გამოძიება.
„დაე იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ არ გაგრძელდეს ისევ იგივე, ახალგაზრდების მკვლელობა და მომავალი თაობის მკვლელობა. დამერწმუნეთ, ჩემი შვილის უკან დგანან სხვა ახალგაზრდები, რომლებიც გამსჭვალულები არიან შურისძიების წყურვილით. არ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს, რომ სისხლის დაღვარონ. ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, რომ სამართალმა პური ჭამოს. როდესაც პროკურორს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს "მალალეტკების" ომი დაიწყებათქო, დაიწყოს არაუშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტის შენობის წინ აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და 51-ე სკოლის მოსწავლეები ესწრებიან.
კომენტარი