სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ცეკვა ყინულის მოედანზე (ვიდეო)

დაახლოებით ერთი წლის წინ ყინულის მოედანზე ქართველი მოციგურავის - ოთარ ჯაფარიძისა და მისი პარტნიორის, აშშ-ში დაბადებული, მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის ელისონ რიდის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ - შესაბამისი არანჟირებით, დიდი მოწონება დაიმსახურა.

წყვილი მოედანზე საქართველოს სახელით გავიდა და მათი გამოსვლის შემდეგ ტრიბუნებიდან ოვაციები კარგა ხანს ისმოდა. ოთარ ჯაფარიძის სპორტული ფორმაც კი ქართული ჩოხის თარგების გათვალისწინებით იყო შეკერილი. ეროვნული სამოსის მოტივები გათვალისწინებული იყო ელისონ რიდის ჩაცმულობაშიც. „დრონი.ჯი“ სწორედ იმ გამოსვლის ამსახველ ვიდეომასალას გთავაზობთ, რომელიც რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით გადაიცა და კომენტატორის აღფრთოვანებული შეფასებებიც ახლავს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100