სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნების დროს „ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს 20% მოუმატა - ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა და დუმილს არღვევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა და სისტემის მხილების სერიას აანონსებს.

ამის შესახებ გიორგი ირემაშვილმა „პირველებს“ მეილზე წერილი მოგვწერა.

ირემაშვილი წლების განმავლობაში გომელაურის უწყებაში მაღალ თანამდებობზე მუშაობდა. ფაქტობრივად, მისი შექმნილია მოსმენების სისტემა.

ასევე, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ შტაბებს ყოველთვის მას აბარებდნენ.

წერილში, ირემაშვილი დეტალურად საუბრობს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს „ოცნებამ 20% მოუმატა.

"ვხელმძღვანელობდი შიდა ქართლში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ეს იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი. მე ვიყავი საარჩევნო პერიოდში შექმნილი, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ დაკომპლექტებული შტაბის წევრი.

აგრეთვე, მინისტრის ბრძანებით ყველა არჩევნების დროს, ფორმალურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, იქმნებოდა სხვადასხვა დეპარტამენტებიდან რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებისგან დაკომპლექტებული შტაბები.

ერთი სიტყვით, მე ვიყავი ყველა ფორმალური და არაფორმალური შტაბის წევრი მაგ საარჩევნო პერიოდში და მოგიყვებით, როგორ მოახერხა "ოცნებამ" პირველი ტურის მერე, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის მთელი 20 პროცენტის მომატება.

ზოგიერთს ბრიყვულად რომ ჰგონია, რომ არჩევნების შედეგების გაყალბება, მთავრობას შეუძლია თურმე მაქსიმუმ 3-5 პროცენტით და სულელურად, რომ სჯერათ, რომ ეს გაყალბება არჩევნების შედეგებს არსებითად არ შეცვლიდა. არადა სიმართლე ისაა, რომ შეცვალა, და თან ძალიან არსებითად. მე გავრისკე და წამოვიყვანე ოჯახი და დავტოვე ქვეყანა, რომ ეს ყველაფერი მომეყოლა ქართველი ხალხისთვის. ამას ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის და ჩემი ქვეყნისთვის". - ამბობს ირემაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100