თბილისში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსს ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ჩვილი ემსხვერპლა.
საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
კომენტარი