
მაშველებმა მდინარე ალაზანში დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა ახალგარდა მამაკაცის ცხედარი, მდინარე ალაზანში იპოვნეს. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
ახალგაზრდა ბიჭი მდინარეზე მეგობართან ერთად იყო წასული. არსებული ინფორმაციით, ის წყალში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მამაკაცის საძიებო სამუშაოებში, 20 -მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
კომენტარი