რეალური ისტორია: დიეტებს თავი დაანება, 55 კილოგრამი მოიკლო და მზეთუნახავად იქცა
ტატიანა რიბაკოვა დღეს წარმატებული ბლოგერი და ლამაზმანია, თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ რთული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია.
ჭარბი წონა ბავშვობიდან აწუხებდა. სკოლის პერიოდი ამის გამო ცუდად ახსენდება, განსაკუთრებით ფიზკულტურის გაკვეთილები. 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა და მეოთხე სართულზე ასვლაც კი უჭირდა, თუმცა შეგუებულიც იყო საკუთარ გარეგნობას, თუმცა სკოლის გამოსაშვებმა საღამომ ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილების მიეღება აძულა.
გახდომის პროცესმა 3,5 წელიწადს გასტანა, ბევრი რამ სცადა, მათ შორის წონაში მოკლების სულელური მეთოდებიც. ერთხელ შიმშილისგან დასუსტებულმა საწოლიდან წამოდგომა ვერ შეძლო. მერე მიხვდა, რომ დიეტა სისულელეა და პრობლემის მოგვარების სხვა გზების ძებნა დაიწყო.
დაიწყო და იპოვა კიდეც. მისი მიზანი აღარ იყო წონაში სწრაფად მოკლება, რადგან სწრაფად მოკლებული კილოგრამები სწრაფადვე ბრუნდება. ტატიანას გარანტირებული შედეგი სჭირდებოდა, ამიტომ კვების რაციონში შეიტანა სასარგებლო და დაბალკაროლიური საკვები, დღის განმავლობაში მისაღები კალორიების უმეტეს ნაწილს დილით იღებდა, შუადღეს და საღამოს კი მსუბუქად ივებებოდა.
წონაში მოკლების შემდეგ ტატიანას მიზანი გახდა ფიგურის შენარჩუნება, რაც ასევე კვების კონტროლისა და საკვების სწორად შერჩევის გზით იყო მიღწევადი. ამ პროცეზე გოგონამ 4 წელი დახარჯა, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა. დღეს ტატიანას ორგანიზმი მიჩვეულია ისეთ კვებას, როგორიც იდეალური სხეულის შენარჩუნებას სჭირდება.
კომენტარი