სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში შიდსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში შიდსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

აივ/ინფექციით შიდა ქართლის რაიონში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გახდა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის განმავლობაში ეს შიდსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

2011 წელს შიდსის ვირუსით საქართველოში სულ 56 ადამიანია დაღუპული. აქედან რაოდენობრივად აივ/ინფექციის ფატალურად დასრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (5) - ივნისში, ხოლო ყველაზე მაღალი (15) მარტში დაფიქსირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100