სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალიფორნიაში 250 ათას დოლარად შეფასებული რემბრანდტის შედევრი მოიპარეს

კალიფორნიაში 250 ათას დოლარად შეფასებული რემბრანდტის შედევრი მოიპარეს

საკრამენტოში, აშშ-ს კალიფორნიის შტატში, კერძო გამოფენის დროს უცნობმა პირებმა რემბრანდტის ნამუშევარი მოიპარეს. გამოფენა ოტელ „რიც-კარლტონში“ ტარდებოდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ოტელად ითვლება. გამოფენის კურატორი ერთი წუთით შებრუნდა, რათა სახვა მყიდველს გასუბრებოდა, ხოლო როცა შემობრუნდა, ნახატი ადგილზე აღარ იყო. სპეციალისტები და პოლიცია დარწმუნებულნი არიან, რომ ქურდები არ არიან პროფესიონალები და, უბრალოდ, ხელსაყრელი მომენტი არ გაუშვეს ხელიდან. პოლიციელთა თქმით, ისინი ორნი იყვნენ.

რემბრანდტის „განაჩენი“ 250 ათას დოლარადაა შეფასებული. ის ფანქრითაა შესრულებული და ცნობილია, რომ რემბრანდტმა 1665 წელს დახატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100