სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

41 წლის კაცს ბრალი დაუმძიმდა - ქალს წამების კვალი ეტყობა

28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება - უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა.

41 წლის კაცს ახლა მეზობლის მკვლელობის მცდელობას ედავებიან - საქმეზე კვალიფიკაცია ქალის სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი დაზიანებების გამო შეიცვალა - 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული.

ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი 24 მარტს დაჭრეს.

სამართალდამცავები გამოძიებას თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებდნენ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გუშინ კი მთავარმა პროკურატურამ თქვა, რომ ბაჩილავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100