სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნობელის პრემია ლაურეატის გარეშე

ნობელის პრემიის საზეიმო ცერემონიალმა ნორვეგიაში წელს ლაურეატის გარეშე ჩაიარა. პატიმრობაში მყოფ ჩინელ დისიდენტს ლიუ სიაობოს ღონისძიებაზე სიმბოლური, ცარიელი სავარძელი დაუდგეს. ბოლო 74 წლის მანძილზე ეს იყო პირველი ცერემონია, როდესაც პრემია 1,4 მილიონი დოლარი ლაურეატს ვერ გადაეცა.
დფსფსდოფჯისდი
სიაობო 11 წლიან პატიმრობას იხდის ჩინეთის ციხეში. ხელისუფლებამ დისიდენტს ჩინური ერთპარტიული კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ გამოსვლა არ აპატია. ოფიციალურმა პეკინმა 54 წლის ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსის დაჯილდოვებას ქვეყნის პოლიტიკურ და იურიდიულ სისტემაზე შეტევა უწოდა. ამასთან, შინაპატიმრობაში დატოვა სიაობოს ყველა მომხრე და ასევე მეუღლე, რათა მათ პრემიის ასაღებად წასვლა ვერ შესძლებოდათ.
დფსფსდოფ
ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე, როდესაც ოსლოში უნდა დაწყებულიყო საზეიმო ცერემონიალი, პეკინმა შეწყვიტა სიენენ-ის და ბიბისი-ის მაუწყებლობა. დისიდენტის სახლთან გააძლიერეს დაცვა.
დფსფსდოფ
უკანასკნელად, ნობელის პრემიის ლაურეატმა პრემია პირადად არ აიღო 1936 წელს. მაშინ ადოლფ ჰიტლერმა აუკრძალა გერმანელ ლაურეატს ოსლოში ჩასვლა. ამჟამად ცერემონიას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ რუსეთის, პაკისტანის, ირანის, ვენესუელას და კუბის წარმომადგენლები.
დფსფსდოფ
ორსაათიან ცერემონიალს, რომელიც ქალაქის რატუშასთან მიმდინარეობდა, ათასამდე სტუმარი ჰყავდა: ელჩები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, დევნილობაში მყოფი ჩინელი დისიდენტები.
დფსფსდოფ
ცერემონიის დაწყებამდე რატუშასთან, ლიუს პატივსაცემად, შეიკრიბა ათი ათასი მოსწავლე. მათ წერილები გადასცეს ნორვეგიის ნობელის კომიტეტს და სთხოვეს ეს წერილები მიეტანათ პატიმრამდე.
დფსფსდოფ
თუმცა, პარლამენტის შენობასთან ჩინეთის ოფიციალური ხელისუფლების მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. მასში სულ რამდენიმე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათ ნობელის კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდეს.
დფსფსდოფ
როგორც ცნობილია, პრემია შეიძლება გადაეცეს როგორც ლაურეატს, ისე მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ასე მოხდა ანდრეი სახაროვის და ლეხ ვალენსას შემთხვევაში. მაშინ ცერემონიალებს მათი მეუღლეები დაესწრნენ.

ოსლოში კი კიდევ რამდენიმე აქცია გაიმართა, მათ შორის, ჩინეთის საელჩოსთან, სადაც 100-მდე ადამიანი შეიკრიბა და სკანდირებდა: "თავისუფლება ლიუს, თავისუფლება ჩინეთს"! აქციის მონაწილეები ჩინეთის ხელისუფლებისაგან ლიუს ციხიდან განთავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100