სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა One World Film Festival-ზე შედგება

თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" პრემიერა პრაღაში, One World Film Festival-ზე შედგება.ფილმი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს ასახავს და შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე გვიყვება.
One World Film Festival-ზე ფილმის საკონკურსო ჩვენებები 11, 13 და 16 მარტს გაიმართება, ჩეხეთის შემდეგ კი ფილმი რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიგზავნება.ამჯამად მზადდება ფილმის სატელევიზიო ვერსიაც, რომლის ჩვენებაც ევროპულ ტელეარხებზე იგეგმება.
"მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელზე მუშაობაც 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100