14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შასი მოგეცემათ ყველა სიტუაცია სათქვენოდ მოაგვაროდ. იყავით მეტად დისციპლინირებული. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან, მშობლებთან.
კურო
თამამად იმოქმედეთ და საკუთარ შესაძლებლობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მხარდაჭრას იგრძნობთ გავლენიანი ადამიანებისგან. არ იზარმაცოთ, ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპი
საკუთარი სიმართლე საქციელით და არა სიტყვებით დაამტკიცეთ. კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები. მეტი ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.
კირჩხიბი
პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებელად. მოერიდეთ კონკურენტებთან ბრძოლას.
ლომი
დღეს ცოტა მკაცრი უნდა იყოთ დაქვემდებარებულების მიმართ. თუმცა, მუშაობა თქვენც მოგიწევთ და მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ. ახალი მკურნალობა ექიმთან შეათანხმეთ.
ქალწული
მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. არ გააფორმოთ საქმიანი ქაღალდები. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ.
სასწორი
მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან. დიპლომატიურად მოაგვარეთ კონფლიქტი კოლეგებთან, უფროსთან.
მორიელი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. აგრეთვე არ გასცეთ და აიღოთ ვალი, სესხი. სასურველის მისაღწევად სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.
მშვილდოსანი
დღეს თავისუფალი გრაფიკით ვერ იმუშავებთ. უამრავი საქმე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები და მოსაგვარებელი. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, რომლებიც სამაგალითოები გახდებიან თქვენთვის.
თხის რქა
შესრულებული საქმეების გამო შექება და ჯილდო გელით. თქვენით ახლობლებიც იამაყებენ. მეტი დრო დაუთმეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
მერწყული
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დროულად დაასრულოთ. აგრეთვე, ნუ გადატვირთავთ კუჭს მავნე საკვებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან. დღის განმავლობაში მოსალოდნელია შეფერხება, დაგვიანება. თუ შეცდომების დაშვება არ გსურთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
კომენტარი