"არის მსჯელობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“ - ამირან გამყრელიძე
„არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა“ – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება.
„მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკოორდინაციო საბჭოზე. გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.
კომენტარი