სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუთი შვილი, საბანკო ანგარიშები და ქალიშვილისთვის ნაჩუქარი 250 000-ლარიანი ბინა - ვინ არის და რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი?

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის შემ­ცვლე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს და­ა­სა­ხე­ლა. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეკა ტი­კა­რა­ძე გა­დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, მე მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, მას გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ ახალ მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრს ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს. ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრი, მას აქვს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის, არის ძა­ლი­ან კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, ჩვენ თა­ვად გა­მოვ­ცა­დეთ და დავ­რწმუნ­დით ამა­ში, მე როცა ვი­ყა­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ზურა აზა­რაშ­ვი­ლი მა­შინ იყო "დელ­ტას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. მისი უშუ­ა­ლო ხელლმძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­გო­რიც არის სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ცი­ის აღ­დგე­ნა, უამ­რა­ვი სხვა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100