ინგლისში დიდმკერდიან ქალებს შეამოწმებენ და თუ მკერდი ხელოვნურია, დაბეგრავენ
ბრიტანეთში სილიკონის მკერდი დაიბეგრება. ქვეყანაში ახალი გადასახადის შემოღებაზე უკვე მუშაობენ. ახალი კანონის მიხედვით ქალები, რომლებიც მკერდის ზომასა და ფორმას შეიცვლიან, სოლიდურ გადასახადს გადაიხდიან. დაბეგვრის მომხრეები აცხადებენ, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე დამატებითი გადასახადი მკერდის გაზრდით გატაცებას ნაკლებად ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივის მომხრეებს სურთ, რომ გადასახადმა პატარა გოგონები შეაფერხოს, რადგან ყველაზე ხშირად მათ სურთ სხეულის ფორმის შეცვლა.
ბრიტანეთში, არასრულწლოვან გოგონათა შორის, მკერდის გაზრდის სურვილით შეპყრობილთა რაოდენობა 2010 წელს ორჯერ გაიზარდა.
კომენტარი