სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდანაც შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.



როგორც კალაძემ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ფეხბურთელები მიიღებენ.



„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, რაც სასიამოვნო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე და შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, საქართველში ჩამოვლენ და საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.



რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი ჩამოვა, რაც მისასალმებელი ფაქტია.



„ამ ადამიანებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ათი წლის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით და ერთად მივაღწიეთ იმ დიდ გამარჯვებებს, რაც მილანში გვქონდა. ამიტომ, დავუკავშირდი ამ ადამიანებს. მხოლოდ ეს იყო ჩემი ფუნქცია“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.



კითხვაზე - იქნება თუ არა აღნიშნული საქველმოქმედო მატჩი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, კალაძე აცხადებს, რომ კანონდებლობით მას ამის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ის საარჩევნო კამპანიას არანაირად არ უკავშირდება.



საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ერთმანეთს მასპინძელი - GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100