სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ ვიცი, პოლიტიკა იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ნიკა იქნება განსხვავებული" - რა გეგმა აქვს გვარამიას?

რა გეგმა აქვს ნიკა გვარამიას? - სოფო ლილუაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ "ნიკა იქნება იმ გზაზე, რომელიც ქვეყნის თავისუფლებას გულისხმობს".

"ველი ისეთ ნიკას, როგორიც ჯერ არ უნახავთ"- თქვა ლილუაშვილმა.

"პირველების" კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი გაჩერება პოლიტიკა, ნიკა გვარამიას ცოლი ამბობს, რომ

"არ ვიცი, პოლიტიკა იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ნიკა იქნება განსხივებული"- თქვა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა.

სამომავლო გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს თავად ნიკა გვარამიაც, შეწყალების შემდეგ მან თქვა მხოლოდ ის, რომ "მთავარ არხს" აღარ უხელმძღვანელებს.

კითხვაზე, რას გეგმავს, ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებს ოჯახთან ერთად გაივლის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100