სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ლელო” დაამკვიდრებს სტანდარტს, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი ასრულებდეს საკუთარ სიტყვას.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 30 წელი გავიდა, სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა მავნე ტრადიცია დაამკვიდრეს - როგორც წესი, უხვად გასცემდნენ დაპირებებს და არასდროს ასრულებდნენ. შედეგად, საქართველოს მოქალაქე ყოველთვის რჩებოდა მოტყუებული და დემოტივირებული. ამ არაჯანსაღ პროცესში, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში სტაბილურად მძიმეა.”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს დაკარგული წლების განცდა და “ლელოს” მიზანი ადამიანების კეთილდღეობაა.

კითხვაზე ვინ იქნება ლელოს მაჟორიტარი რუსთავში ბადრი ჯაფარიძემ განმარტა რომ „ლელო საქართველოსთვის“ რუსთავში და მთელ საქართველოში წარმოადგენს ისეთ კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან ქვეყნის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. რაც მთავარია, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის და საკუთარი საქმის მიმართ.

“ლელოს” ლიდერმა ოპოზიციური პარტიებს შორის მოლაპარაკების დასრულებულ პროცესს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტია არჩევნებში მონაწილეობას თავიდანვე დამოუკიდებლად გეგმავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100