სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 შეცდომა რომელსაც მომუშავე დედამ სამსახურში თავი უნდა აარიდოს

პოპულარულმა გამოცემამ forbes კარიერისა და დედობის ერთმანეთთან შეთავსების მსურველი ქალბატონებისათვის 9 რჩევა გამოაქვეყნა.

„იყო დედა და ამავე დროს გქონდეს სამსახური, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უნდა გაითვალსიწინოთ, რომ თქვენი ქცევა სამსახურში ხშირად პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს წარმატებაზე კარიერაში.“-წერს ფორბსი და სპეციალისტების რჩევებს გვთავაზობს.

შეზღუდე საოჯახო სურათები. ორზე მეტი საოჯახო ფოტოსურათის ქონა სამუშაო მაგიდაზე გარშემომყოფებს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ შენ ამ დროს სულ სხვა ადგილას ამჯობინებდი ყოფნას. (აღსანიშნავია, რომ მამაკაცების შემთხვევაში საოჯახო ფოტოსურათების სამუშაო მაგიდაზე ქონას სრულიად საწინააღმდეგო – დადებითი ეფექტი მოაქვს)

არ იწუწუნო პირად ცხოვრებაზე. არავის სამსახურში არ აინტერესებს შენი ბავშვობის ავადმყოფობის ისტორიები ან სხვა დეტალები. მსგავსი ისტორიები ახლობელი მეგობრებისთვის გადაინახე. სამსახურში ეცადე პერსონალურ სატელეფონო ზარებსაც კი ხმის დაბალი ტემბრით უპასუხო. ოჯახის თაობაზე წამოსულ კითხვებზე ყოველთვის დადებითი პასუხი და სასაცილო ისტორიები გქონდეს მზად.

გქონდეს დალაგებული სამუშაო მაგიდა. ადამიანებს ხშირად უყვართ სტერეოტიპების ჩამოყალიბება სხვისი ცხოვრების თაობაზე. შენი დაულაგებელი მაგიდით კი არ შეუქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერს თავს ვერ ართმევდე.

იყავი საკუთარი თავის პრომოუტერი. როცა შენ ან შენი გუნდის წევრი წარმატებას აღწევს ეცადე ამის შესახებ ხალხმა გაიგოს.

გაიჩინე მეგობრები სამსახურში. გამონახე დრო სამსახურში მეგობრების გასაჩენად. ამას ორმაგად დადებითი შედეგი მოაქვს, ერთის მხრივ სოციალური და მეორეს მხრივ გეხმარება კომპანიაში მიმდინარე ამბები შენს თვალსა და ყურს არ გამოეპაროს.

დაესწარი სამსახურის წვეულებებს. სამსახურეობრივ წვაულებებზე იმაზე მეტი ხდება ვიდრე წარმოგვიდგენია. საკუთარი სტატუსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია არ გამოტოვო არცერთი წვეულება.

თავი შორს დაიჭირე სამსახურის ჭორებისგან. საკმაოდ სარისკო თამაშია და უბრალოდ არ გაეკარო.

გქონდეს ერთნაირი სამუშაო გეგმა. ეცადე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მიხვიდე და წამოხვიდე სამსახურიდან. ამით თავს აარიდებ შენი კოლეგების მიერ შენთვის არახელსაყრელ დროს შეხვედრების ჩანიშვნას.

გააფართოვე სანაცნობო წრე შენი სამსახრის გარეთ. სამსახურის გარეთ სანაცნობო წრის გაფართოება ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ასეთი კონტაქტები ყოველთვის დაგეხმარება კარიერის წარმატებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100