სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალათი პომიდვრითა და ყველით

ინგრედიენტები: 3 ცალი ახალი პომიდორი, 30 გრამი მაგარი ყველი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა სალათის ფურცლები, 1 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით, შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი: პომიდორი გავრეცხოთ და თითოეული მათგანი ექვს ნაწილად დავჭრათ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სალათის ფურცლები გავრეცხოთ და მოვაყაროთ პომიდორს. მოვათავსოთ თეფშზე და ზემოდან დავადოთ თხლად დაჭრილი ყველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100