სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერგეი კალუგინის „Ты в армии нах...“, ანუ „In the Army Now” რუსულად (არანორმატიული ლექსიკა)

სერგეი კალუგინის როკ-ჯგუფი „Оргия Праведников“ რუსული სიმღერების არაორდინარული შესრულებით გამოირჩევა. ჯგუფის ლდერის მიერ შესრულებულ, პოპულარულ სიმღერებს შორის არის „Ты в армии нах...“, რომელიც „სტატუს ქვოს“ ჰიტის „შენ უკვე არმიაში ხარ“ ერთგვარ რუსულ ვარიანტს წარმოადგენს. კალუგინის სიმღერა, შეიძლება პაროდიადაც ჩაითვალოს, რადგან „სტატუს ქვოს“ ჰიტების რუსული ვარიანტი, თარგმანში ორიგინალის ტექსტის შინაარსის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებით, უკვე კარგა ხანია, არსებობს.

სერგეი კალუგინის ამ, არანორმატიული, მაგრამ რუსული არმიისთვის ესოდენ დამახასიათებელი ლექსიკით გაჯერებული სიმღერა დღემდე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. „ამ სიმღერის ავტორი არმიაში უნდა გაიწვიო და მერე ნახავს, რასაც ნიშნავს, როცა არმიაში ხარ“; „მაგარი შესრულებაა, ზუსტად ის საგიჟეთია გადმოტანილი, რაც რუსულ არმიაში ტრიალებს“, - ამ მიმართულების დამოკიდებულებას შეხვდებით ვიდეოპორტალებზე ატვირთული კალუგინის სიმღერის კომენტარებში.

შენიშვნა: რედაქცია გაფრთხილებთ, რომ სიმღერის ტექსტი შეიცავს უცენზურო ფრაზებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100