სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ირჩევს EU-ს - თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბნენ.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

მარშს უკვე შეუერთდნენ გმირთა მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები. აქციაზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100