გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი - ურსულა ფონ დერ ლეიენი
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენი იქვე ხაზგასმით ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენთან ევროკავშირში". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
კომენტარი