ბონდარენკო 31 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მუსიკალურ ჯგუფ "ნენსის" სოლისტი, უკრაინელი არტისტი სერგეი ბონდარენკო 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არტისტის გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას თავად სერგეის მამამ, ანატოლი ბონდარენკომ აცნობა, რომელმაც ჯგუფი "ნენსი" ჩამოაყალიბა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისი ვაჟი დილის 4 საათზე დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, თავად ჯგუფის პრესსამსახური კი აცხადებს, რომ სერგეის სიკვდილი არ უკავშირდება უბედურ შემთხვევას.
კომენტარი