სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ლექსით მიტოვებულმა ქალმა ყველა გრძნობა და ფიქრი გამოხატა

ვიწრო ფანჯრებიდან სულის სიშიშვლე ჩანს,
როგორ არ მრცხვენია ნეტა
გუშინ ღამე ისევ ძლიერ ვიტირე და
მშვიდად გაერიდე ჩემს ხმას.
მთვარეც იმალება შენს თავს გეფიცები,
გული აღარ მტკივა - მოკვდა
ზოგჯერ გამაცოცხლებს მძაფრი სენტიმენტი
მორჩა, ყველაფერი მორჩა!
ზოგჯერ ისე მწარე არის დაღამება
შენთან მინდება და არ ხარ
ცოტა უცნაური, უეცარი რომ ხარ
სწორედ ამიტომაც მგავხარ.
მოდი, გულში ერთხელ უნდა ჩაგიკრა რომ
მიხვდე როგორია ჩემთან
მინდა ჯადოსნური კოცნა გაჩუქო და
მშვიდად გეამბორო ყელთან.
რა მოგივიდა რომ ვეღარ ადაფტირდი,
რომ ვერ შემეჩვიე კარგო,
ღამე რომ დავწვები საბანს გადავიხდი
სხეულს გავიყინავ მარტო.
ისე ამოვიდა ყელში დედამიწა
და ყელს კიდევ უფრო გაცდა
შენმა სუნთქვამ გუშინ ისე შემაშიინა
გულზე შენს ნაბიჯებს ვქარგავ.
გთხოვ რომ გამაგონო შენი სუნთქვის ხმა და
უფრო ღრმად ისუნთქე ჩემო
ვიცი დღეს საღამოს ჩემს სიზმარში გნახავ
ვიგრძნობ შენი სუნთქვის გემოს.
არ გადამაქციო ნოემბრის ამინდად
ფოთლად ნუ დამაჭკნობ ისევ,
ამინდს არ რცხვენია წეღან რომ გაწვიმდა
ასფალტს დავაბიჯებ მძიმედ.
აღარ გავყვითლდები, აღარ შემცივდება
მხოლოდ დავჭკნები და მორჩა,
მაინც ვერ გავიგე როგორ მოგძებნო მე
როცა ვიცი ასე შორს ხარ.
ჩემს თვეს ვემსგავსები ცივი გავხდი მგონი,
იანვრისფერ ყინვას ვიცვამ
ჩემი თვალებია გაყინული თოვლი,
ვეღარ ვუმკლავდები ყინვას.
დაბადების დღიდან დღემდე ამ ცრემლებმა
სული გამიყინეს ძლიერ
ხელი დამეღალა, მთელი ცხოვრებაა
თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ.
სული გავიშიშვლე, როგორ არ მრცხვენია
როგორ უნამუსო გავხდი,
როგორ შეგიყვარე ასე თავხედურად,
მგონი ღირსი ვარ და წადი.
(არა სულ ყოველთვის კი არ დამიჯერო,
უნამუსო ვარ და ვიყო,
შენგან სიყვარული მინდა ჩემო კარგო,
ისეთს ხომ არაფერს ვითხოვ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100