რა თანხა აქვს გადასახდელი ჯონდი ბაღათურიას ახალაიას სიმამრისთვის?
ჯონდი ბაღათურიას ბაჩო ახალაიას სიმამრის ვალი აქვს. ამ ინფორმაციას ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სხვათაშორის ერთი რამე გამახსენდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია ქონდა ჩემს ოჯახს, როდესაც ერთ-ერთ გაზეთში ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა საირმის გორაზე გადაღებული ფოტოები ვიღაცის სასახლის და ამტკიცებდა, რომ ეს მამაჩემის, თამაზ ნადარეიშვილის სასახლე იყო. მაშინ კარგად მახსოვს, რომ მამაჩემმა ჯონდი ბაღათურიას უჩივლა და სასამართლომ ბაღათურიას ბოდიშის მოხდა და 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა ჩვენი ოჯახისთვის. თუმცა მას დღემდე არ შეუსრულებია მოსამართლის გადაწყვეტილება.”-წერს ანი ნადარეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
კომენტარი