სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო.

მისი თქმით, სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს და პოლიციელებს შეეხება, ასევე მათი ოჯახის წევრებს.

როგორც მილერი ამბობს, სანქციები ეხება იმ პირებს, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის.

სავიზო შეზღუდვის ეს პირველი ტრანში მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო მოქალაქეებს.

ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება.

ჩვენი იმედი გვრჩება, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები," - განაცხადა მილერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100