თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
17.08.2015 თიბისი ბანკის თანადაფინანსებით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რეჟისორ დათა ფირცხალავას "მამა"ლოკარნოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე საუკეთესო მოკლე მეტრაჟიან ფილმად აღიარეს.
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დათა ფირცხალავას ნამუშევარი საერთაშორისო კინო ფესფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, იმედის მომცემი ტალანტების სექციაში, Pardi di domain იყო წარდგენილი.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის 2014 წლის კონკურსზე გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებაში "თიბისი ბანკმა" ფინანსური მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, თიბისი ბანკმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი დამატებით 100 000 ლარით დააფინანსა, რამაც გაზარდა კინოწარმოების ფონდი და შესაძლებელი გახდა დაგეგმილზე მეტი ფილმის დაფინანსება.
ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც, ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი.
ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორ „მამა“-სთან ერთად, თიბისის თანადაფინანსებით გადაღებული ფილმებია: ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა“,თამარ შავგულძის „პირველი დღე“, თორნიკე ბზიავას „მექელეხე“, ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“ და გიორგი წილოსანის “მზადება“. ფილმების პრემიერა პირველ ივლისს, კინოთეატრ "ამირანში" შედგა.
ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი. მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.
კომენტარი