სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს - ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნათია სუხიაშვილი პროკურატურასთან შეკრებილებს ხვდება. მან ზაზა სარალიძეს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორი მზად არის შეხვედრისთვის, თუმცა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჩვენი შეთავაზება მაინც ძალაში რჩება და თქვენგან პასუხს ველოდებით,"- მიმართა სუხიაშვილმა სარალიძეს.

ნათია სუხიაშვილის თქმით, დამატებით დეტალებზე პროკურატურა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

"ჩვენ ვთავაზობთ დაზარალებულ მხარეს დიალოგს, მთავრი პროკურორი სამუშაო ჯგუფთან მად არის შეხვდეს მას, გასცეს მის ყველა კითხვას პასუხი, გვაქვს სხვა შეთავაზებები, რომელზეც ზუსტად ბრიფინგზე ვისაუბრებთ, ბრიფინგი დღეს გაიმართება,- განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100