საქართველოს ბანკმა მიიღო ჯილდო „2013 წლის ბანკი საქართველოში“ The Banker-ისგან
თბილისი, 5 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ მიიღო The Banker-ის პრესტიჟული ჯილდო „2013 წლის ბანკი საქართველოში“, როგორც ქვეყანაში საუკეთესო ბანკმა.
ხსენებული დაჯილდოება, The Banker–ის მიერ 2000 წელს დაარსდა. „წლის ბანკის ჯილდო“, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად. The Banker–მა საქართველოს ბანკი „წლის საუკეთესო ბანკად“ გასულ 2012 წელსაც დაასახელა.
კომენტარი