„აღარ მიყვარს. რომც მიყვარდეს აზრი? საზოგადოებას უკვე აჩვენებს იმ ქალს...მე მსოფლიო მიცნობს" - ლოლა წერეთელი ყოფილ ქმარზე
საქართველოში ცნობილი და პოპულარული სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი რადიოში ყოფილ მეუღლეზე - გიორგი წერეთელზე საუბრობს.
„იმხელა დრო გავიდა, უკვე აღარ მიყვარს. რომც მიყვარდეს რა არის ჩემი სიყვარულის აზრი? აღარ ვარ იმ ასაკში, რომ მის დაბრუნებაზე ვიფიქრო. ისე აქტიურად აჩვენებს საზოგადოებას იმ ქალს, რომელმაც ჩემი ოჯახი დაანგრია... საერთოდ არ მინდა ამ ქალზე საუბარი. არც მაქვს უფლება, უკონტრაქტოთ გავჩუმდებოდი, მსოფლიო მიცნობს და რად მინდა მე ეს პრობლემა, ამიტომაც ვამბობ, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო“, განაცხადა წერეთელმა.
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს, 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინგრა.
კომენტარი