სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სჭირს ჯეკ ბეღურას?

კაპიტანი ჯეკ ბეღურა, ანუ მსახიობი ჯონი დეპი კვლავ იტანჯება წელის ტკივილებისგან. ძველმა ტრავმამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფილმის გადაღებისას მიიღო, მსახიობს თავი შეახსენა.

რუსეთის დედაქალაქში სტუმრად ჩასულ დეპს, ერთი წამითაც არ სცილდებოდა სპეციალურად მის გვერდით მოსიარულე ადამიანი, რომელიც მსახიობს მოძრაობაში ეხმარებოდა. ვარსკვლავი ცდილობს საზოგადოების ყურადღება აღნიშნული მიზეზის გამო არ მიიპყროს. გარშემომყოფთა მხედველობის არიდან მოცილებისთანავე დეპი სპილოს ძვლით მორთულ ჯოხს ატარებს, რომელიც სიარულში ეხმარება.

ჯონი დეპს ექიმების ჩარევა და მუდმივი პროფილაქტიკა მასაჟებისა და მედიკამენტების საშუალებით ესაჭიროება. მედიკოსები მას გადაღლასა და დაძაბულობას უკრძალავენ, სწორედ ამიტომ, მსახიობი თავისუფალ დროს ყოველთვის შინ ატარებს. ამ ბოლო დროს მსახიობს ძალიან დაღლილი იერი აქვს და ეტყობა, რომ ტრავმა მას სერიოზულად აწუხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100