მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარებიან
მალაიზიაში დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი ხვალ, სამ ნოემბერს გაიმართება. როგორც ცნობილია, ქართველ ქალბატონებს მალაიზიის ტერიტორიაზე 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი გადაჰქონდათ, რომლის საერთო ღირებულებაც მილიონ დოლარს აჭარბებს. ამგვარი დანაშაულისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში უმკაცრესი სასჯელია დაწესებული და უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალაიზიაში სპეციალური წარმომადგენელი გააგზავნა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, მოლაპარაკებებში შუამავლად რამდენიმე სახელმწიფოცაა ჩართული, რომელნიც მალაიზიის ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ, რათა ქართველი ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართოს და შემდეგ მოხდეს მათი საქართველოში ექსტრადირება.
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
საქართველოს სახალხო დამცველმა კი, მალაიზიაში დაკავებული ქართველების - დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
სახალხო დამცველმა პირველი პასუხი "ემნესთი ინთერნეიშენელისაგან" მიიღო. Oორგანიზაცია ქართულ მხარეს პირობას აძლევს, რომ ქართველი დაკავებულების დახმარების პროცესში ჩაერთვება. აზიაში მისი მთავარი ოფისი კუალა-ლუმპურში მდებარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქმეს განიხილავენ ამ ორგანიზაციის იურისტები და საქართველოს მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
ერფტგჯყჯდფკლპგჰკდფ
ვრცელდება ცნობები, რომ ქართველი ქალბატონები მალაიზიის პოლიციას სხვადასხვა ადგილას ჰყავს გადაყვანილი. მათთან უკვე შესული იყო ქართულენოვანი თარჯიმანი და მისი ინფორმაციით, ისინი ნორმალურ პირობებში იმყოფებიან.
ვრცელდება ცნობები, რომ ქართველი ქალბატონები მალაიზიის პოლიციას სხვადასხვა ადგილას ჰყავს გადაყვანილი. მათთან უკვე შესული იყო ქართულენოვანი თარჯიმანი და მისი ინფორმაციით, ისინი ნორმალურ პირობებში იმყოფებიან.
დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში ტურისტული ვიზით თბილისიდან გაემგზავრნენ. მათი განცხადებით, კამერუნში ჩასვლისას უცნობმა პირმა ტვირთის მალაიზიაში გადატანა სთხოვა. მალაიზიაში გასულ წელლს, მსგავსი დანაშაულისთვის 50-ზე მეტი განაჩენი მოიყვანეს სისრულეში. დამნაშავეთა ნაწილი აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.
კომენტარი