ფინკა ბანკმა დაკრედიტების გასაფართოებლად BlueOrchard Finance -გან 14 მილიონი ლარი მიიღო
2017 წლის 23 მაისს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlueOrchard Finance-სა და ფინკა ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ფინკა ბანკისთვის 14 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მიღებული დაფინანსებით განხორციელდება მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსების გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და სასარგებლოა. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით, ფინკა ბანკი საქართველო მიიღებს 14 მილიონ ლარს და ეს ტრანზაქცია გააძლიერებს და გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს მივწვდეთ უფრო მეტ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმესა და ბიზნესის მქონე პირს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, სადაც ფინანსურ რესურსებსა და საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია. ამ დაფინანსებით გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერას, რათა მათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესები თუ ოჯახები. ასეთი თანამშრომლობა მართლაც გადამწყვეტია ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზეს სექტორის განვითარებისთვის“ - აღნიშნა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვუსალ ვერდიევმა.
“მოხარულები ვართ, რომ კვლავ განვაახლეთ თანამშრომლობა ფინკა ბანკ საქართველოსთან. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთობლივად მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზანს, რომელიც მეწარმეებისა და ბიზნესის მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შექმნას ემსახურება“ - აღნიშნა ნორმუნდ მიზისმა, BlueOrchard Finance-ის რეგიონულმა მენეჯერმა ევრაზიის ქვეყნებში.
BlueOrchard Finance -ის შესახებ
BlueOrchard Finance 2011 წელს ჟენევაში დაარსდა, როგორც მსოფლიო მასშტაბის მიკროსაფინანსო საინვესტიციო აქტივობების პირველი კომერციული კომპანია. იგი პრემიუმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს ინვესტორებს და უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობას განვითარებად ბაზრებზე. ქმნის ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და გადაწყვეტილებებს. კომპანიის ოფისები 4 კონტენენტზეა განთავსებული.
BlueOrchard Microfinance-ის ფონდის შესახებ
BlueOrchard Microfinance-ის ფონდი არის მსოფლიოში პირველი კერძო და სრულად კომერციული მიკროსაფინანსო ფონდი და აქვს სექტორში ამ მიმართულებით ოპერირების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია. ფონდი ქმნის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და უკვე ნახევარ მილიონ მიკრომეწარმეს გაუწია მხარდაჭერა 45 ქვეყანაში.
ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ
სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელზე მეტია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ და 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ორგანიზაციას 30 წლიანი გამოცდილება და 10000-ზე მეტი თანამშრომლით ჰყავს. ფინკას ორმაგი სარგებელი მოაქვს რაც გამოიხატება სოციალური კეთილდღეობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA Inte ational (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.
კომენტარი