სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2014 წელი ჩინური კალენდრით - პროგნოზი თქვენი დაბადების წლის მიხედვით

2014 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლურჯი ხის ცხენის წელია. ცხენი თავისი არსით და ხასიათით მოხერხებული, გამჭრიახი და კომუნიკაბელურია. ამიტომ ამ წელს ისეთი ნიშნები როგორებიც არიან - გველი, დრაკონი და ვეფხვი რომელთაც ზოგადად დომინანტობისკენ მიდრეკილება და სოციალური აქტივობისკენ განსაკუთრებული სწრაფვა გააჩნიათ, ადგილს მაიმუნს, ვირთხას, კატა-კურდღელს და ღორს დაუთმობენ. იმიტომ რომ ცხენი ყველაზე მეტად სწორედ ამ ნიშნების მიმართ იქნება კეთილგანწყობილი მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში.

ვირთხა
ვირთხისთვის 2014 წელი საკუთარი სურვილების და კაპრიზების ასრულების წელია. ამ წელს ვირთხების დიდი ნაწილი, გამორჩეული ეგოიზმის დონით იქნება სავსე და შეეცდება მაქსიმალურად ასიამოვნოს საკუთარ თავს. შესაძლოა მან გარკვეული სახის პროვოკაციულ ქმედებებზეც არ თქვას უარი, თუკი საქმე ფინანსურ სარგებელს შეეხება, საიმისოდ რომ მატერიალური მდგომარეობა აიმაღლოს. თუმცა აჯობებს, ეს წელი ვირთხებმა უკვე მიღწეულის შენარჩუნებაზე ზრუნვას დაუთმონ, ვიდრე კაპიტალის გაორმაგებაზე ოცნებას. სამაგიეროდ მოახლოვებული 2014 წელი ამ ადამიანების ცხოვრებაში დაათბობს და გაამყარებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ვირთხას წლის მანძილზე არაერთგზის მოუხდება მათი ინტერესების დაცვა და ცხარე შეხლა-შემოხლის გადატანა. თუმცა შედეგი რომელსაც იგი საკუთარი თავდადებით მიიღებს, ნამდვილად ღირს ამად.

ხარი
ხარებისთვის მოულოდნელობებითა და მძაფრი ემოციებით აღსავსე იქნება 2014 წელი. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მათგანის ცხოვრებაში ცხენის წელი კარდინალურ ცვლილებებს მოიტანს. ამ წელს ხარისთვის დამახასიათებელი თვისებები - შრომისმოყვარეობა და დიდსულოვნება ჯეროვნად იქნება დაფასებული გარშემომყოფების მხრიდან, რასაც თავის მხრივ მომატებული ხელფასი და პატივისცემაც მოჰყვება თან. თუმცა აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ცხენის წელი მხოლოდ აქტიურ და მიზანსწრაფულ ხარებს მისცემს წინსვლის შანსს. ასეთი ხალხისთვის საკუთარ ძალებთან ერთად, გავლენიანი მფარველების დახმარებაც აუცილებელი იქნება, რასაც ისინი უპირობოდ მოიპოვებენ საკუთარი საქციელით. თუმცა ამასთან ერთად, ხარს ისიც მოეთხოვება რომ გაცილებით უფრო დიპლომატიური და დამთმობი იყოს ცხენის წელში, საიმისოდ რომ დასახულ მიზნებს უპრობლემოდ მიაღწიოს.

ვეფხვი
ვეფხვებისთვის, მიუხედავადვად იმისა რომ წლის დიასახლისი ცხენი სიმპათიითაა ზოგადად ამ ნიშნის მიმართ განწყობილი საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული წელი იქნება 2014. ამიტომ ვეფხვის წელში დაბადებულებმა არ უნდა იქონიონ იმის იმედი, რომ ფორტუნა მათ ყველა ვარიანტში გაუღიმებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ უსაქმურად იქნებიან. უფრო პირიქით, ეს ის წელია როცა ვეფხვმა „ხელები უნდა დაიკაპიწოს“ და მთელი ენთუზიაზმით შეუდგეს მუშაობას, საიმისოდ რომ მომდევნო წლებში საკუთარი თავისთვის მყარი ფინანსური საფუძველი შექმნას. ამას გარდა ბევრი ვეფხვი ოჯახის წევრებისთვისაც ძალზე აუცილებელ და საჭირო პერსონად იქცევა წლევანდელ წელს. მისი დახმარება ჰაერივით აუცილებელი აღმოჩნდება და-ძმებისა და ნათესავებისთვის. რის საფუძველზეც იგი პატივისცემას და სიყვარულს დიამსახურებს უახლოეს გარემოცვას შორის.

კატა-კურდღელი
კატა-კურდღელისთვის, რომელიც თავისი ბუნებით სიმშვიდის და სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია, 2014 წელი ემოციურად დატვირთული და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. თუმცა შესაძლოა ზოგიერთი კურდღელისთვის წელიწადმა არაფრისმომცემ ილუზიებში განვლოს. ზოგადად ცხენის წელში კატა-კურღდელს სურვილი გაუჩნდება „ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით შეხედოს“. ამიტომ ბევრი მათგანის ფუსფუსი და საქმიანი იერი, მარტოოდენ საფასადო იმიჯია და არაფერი სხვა. ურთიერთოები რომელსაც ამ წელს ჩაეყრება საფუძველი, ნაკლებად იქნება პერსპექტიული და ხანგრძლივი. უფრო მოკლევადიან ფლირტებს და გატაცებებს უნდა ელოდოს კურღდელი ამ მხრივ. სამაგიეროდ წლის მეორე ნახევარში მოულოდნელად დაგეგმილი მოგზაურობა ან საქმიანი მივლინება მისცემს მას იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ კარგი ბიზნეს-პარტნიორი ან სარფიანი შემოსავლის წყარო გაიჩინოს.

დრაკონი
დრაკონისთვის ცხენის წელი უაღრესად ცვალებადი და მოულოდნელობებით სავსე იქნება. ცხენი მას მძაფრ ემოციებს არ მოაკლებს. ამიტომ დრაკონთა უმეტესობისთვის ცხოვრება 2014 წელს კალეიდოსკოპის სიხშირით შეიცვლება. წლის დასაწყისი - კერძოდ რამოდენიმე თვე განსაკუთრებული დაძაბულობა და აქტიური რეჟიმი ელით დრაკონებს. თუმცაღა სიტუაციის ესკალაცია თუ მოხდა კიდეც, ისევ და ისევ დრაკონისეული ფიცხი ხასიათის ბრალი იქნება ყველაფერი. მაგრამ რაც არ უნდა პრობლემატურად მოგეჩვენოთ შექმნილი სიტუაცია, თავზე ნაცრის წაყრას ნუ იჩქარებთ ძვირფასო დრაკონებო. ამა თუ პრობლემის გადაჭრისას თქვენ მიერ განხორციელებული სიმამაცე, სამომავლოდ უდიდეს პატივისცემას მოგიხვეჭავთ გარშემომყოფების თვალში. ამიტომ პერიოდულად რისკზეც თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ.

გველი
გველისთვის განვლილი, დაძაბული და მოვლენებით სავსე წლის შემდეგ, რომელშიც თავად იყო დისახლისი (მოგეხსენებათ 2013 გველის წელია), 2014 წელი გარკვეული სიმშვიდის და სასიცოცხლო ძალების მოკრების წელი იქნება. როგორც იქნა ეს ხალხი მოახერხებს იმას, რომ ცოტა ხნით მაინც მისცეს თავს დასვენების და გართობის უფლება. ბევრი გველი ცხენის წელს მოგზაურობას დაუთმობს და ისეთ ადგილებს ნახავს, რომელთა ნახვაზეც აქამდე არაერთგზის უოცნებია. 2014 წელი არანაკლებ პოზიტიური იქნება, პირადი ურთიერთობების კუთხით. მარტოხელა გველებს შანსი მიეცემათ მოგზაურობისას გაიცნონ მომავალი მეორე ნახევარი, უკვე დაოჯახებულები კი აქამდე არსებულ პრობლემებს უმტკივნეულოდ დაარეგულირებენ პარტნიორთან.

ცხენი
ცხენის წელში დაბადებულები ახალი წლის დადგომისთანავე იგრძნობენ თავს სიტუაციის ბატონ-პატრონებად. მათ უმრავლესობას წინდახედულება, სერიოზულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთი ორად მოემატება. ეს ის თვისებებია, რომელიც ასე ძალიან აკლდა ამ ხალხს გასული წლების მანძილზე. ყოველივე ამის ფონზე, ცხენის წელში დაბადებული ინდივიდები მიმდინარე წლის მანძილზე, არაერთი მტკივნეული პრობლემის მოგვარებას შესძლებენ დიპლომატიური მეთოდებით. თუმცაღა იმის ილუზია, რომ ცხენისთვის 2014 წელს ყველა კარი უპრობლემოდ გაიღება, რაღათქმაუნდა ნაადრევია. თუკი ცხენი სიფრთხილეს მოადუნებს იმის გამო, რომ წლის დასაწყისში მოვლენები ზედმეტად კარგად ვითარდება, უკვე 2014 წლის ბოლო დეკადა მას არაერთ კონფლიქტურ სიტუაციას ჰპირდება, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ისევ და ისევ მისი დაუკვირვებლობის წყალობით.

თხა
ცხენის წელი, თხების უმრავლესობისთვის პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ თხებს რომელთაც გასული წლების მანძილზე, საკმარისზე მეტი ცხოვრებისეული სირთულეების გადატანა მოუხდათ, მით უფრო პირადი ცხოვრების კუთხით. ამ ხალხს თავისუფლად შეუძლია ცხენის წელი გრანდიოზული გეგმების განხორციელებას მიუძღვნას. რაც მათ არამარტო ფინანსურ სარგებელს, საყოველთაო ავტორიტეტს და პოპულარობასაც მოუტანს. პირად ცხოვრებაში, თხისთვის კომპლექსების დაძლევის პერიოდი დგება, ამიტომ ამ წელს დაბადებული ადამიანები 2014 წელს ბევრი რამის ძირეულ გადაფასებას მოახდენენ საკუთარ თავში, რის შედეგადაც მათი თვითშეფასება ერთი ორად ამაღლდება.

მაიმუნი
მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს, რომელთაც გასული წელი ერთობ აქტიური და დინამიური ჰქონდათ, არც ცხენის წელში ელოდებათ ტემპის დაგდება. ამასთან ერთად, მათი უმრავლესობა წლის მანძილზე საოცრად პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებს, რაც არაერთი რთული პრობლემის გადაჭრისას დაეხმარება ამ ხალხს იმაში, რომ ნებისმიერ საკითხს იუმორით შეხედონ. მართალია მათი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, შესაძლოა საყოველთაო ჭორაობის საბაბად იქცეს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რომ მაიმუნი უდარდელობის ნიღბის უკან ბევრ ფიქრსა და განცდას მალავს. უბრალოდ საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ ყველას არ დაანახვოს თავისი ნამდვილი სახე და პრობლემები. სამაგიეროდ ზუსტად ამ დიპლომატიურ-პოზიტიური მიდგომიდან გამომდინარე, ცხენის წელში ბევრი მაიმუნის შრომა საკმარისზე უფრო მეტად დაფასდება და ანაზღაუდება პროფესიონალური კუთხით.

მამალი
მამლების დიდ ნაწილს, ცხენის წელი საკმაოდ ემოციურ და დაძაბულ პერიოდს ჰპირდება. როგორც ცნობილია, მამალს და ცხენის არცთუ მაინც და მაინც ეპიტნავებათ ერთმანეთი, ამიტომ 2014 წელი მამლებს გასუწლ წელში დასახულ გეგმებს და ერთი შეხედვით მშვიდად გაწერილ დღის წესრიგს თავდაყირა დაუყენებს. ეს ის წელია, როცა მამალთა უმრავლესობა საკუთარ მებრძოლ და აგრესიულ ხასიათს არაერთზის მისცემს გასაქანს, არამხოლოდ ოჯახში, პროფესიულ სარბიელზეც. თუმცაღა იმ მამლებს, ვისაც ცხოვრებაში დიდი მიზნები და განსაკუთრებული გეგმები აქვთ დასხული, სულ ცოტა მოთმინებაც კი ეყოფათ საიმისოდ რომ წინა წელს აღებული კურსი შეინარჩუნონ და მშვიდად განაგრძონ ცურვა, ისე რომ საშიშ წყალქვეშა რიფებს ოსტატურად აარიდონ თავი. სამაგიეროდ, ცხენის წელი გულუხვად ასაჩუქრებს მამლებს პირად ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილებებით. ბევრი მარტოხელა მამალი მოახერხებს ამ წელს ჭეშმარიტი მეორე ნახევრის პოვნას. ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს ოჯახი, მეუღლესთან ერთად არაერთი ლამაზი წუთის გატარება ელოდება წინ.

ძაღლი
ძაღლის წელში დაბადებული ადამაინებისთვის, მომავალი 2014 წელი საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. ცხენი როგორც ცნობილია, დიდი პატივისცემით ეკიდება ძაღლს. აქედან გამომდინარე ძაღლებს მიმდინარე წელს, მათთვის დამახასიათებელი თვისებები - ერთგულების უნარი, შრომისუნარიანობა და თავშეკავებულობა ძალიან დაუფასდებათ. ეს ხალხი მუდმივად იქნება გარშემორტყმული მრავალრიცხოვანი სამეგობროთი. ამას გარდა მათი ნიჭის და ტალანტის დამფასებელი პუბლიკაც აქტიურად წამოიწევს წინ. აქედან გამომდინარე ძაღლს საშუალება მიეცემა სხვადასხვა სფეროებში იბრწყინოს და საკმაოდ კარგი ფინანსური საფუძველი შეუქმნას საკუთარ თავს სამომავლოდ. წლის მეორე ნახევარში, ბევრი ძაღლი შესძლებს სასიამოვნო მოგზაურობით გაინებივროს თავი. ეს პერიოდი ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა დაუთმონ, თუნდაც მოკლევადიან შვებულებას, რათა ზედმეტი ემოციებისგან არ გადაიღალონ და ნერვულ კრიზისამდე არ მივიდნენ.

ღორი
2014 წელი ღორისთვის საკმაოდ პოზიტიური და მომგებიანი იქნება, როგორც ფინანსური ისე ემოციური კუთხით. ცხენის წელი ამ ხალხს, საშუალებას მისცემს ყველა იმ მატერიალუ ფასეულობაზე მიუწვდებოდეს ხელი, რაც აქამდეც ეკუთვნოდათ თუმცა ვერ იღებდნენ. წლის მანძილზე ღორებს, ბევრი სასიამოვნო ნაცნობობა და თავგადასავალი ელით. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს წინ საბედისწერო შეხვედრაც ელოდეს, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. ღორი თავისი ბუნებით, მუყაითი მშრომელი და პროფესიონალია, ამიტომ წლის მეორე ნახევარი ამ წელს დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებულ დივიდენდებს ჰპირდება ამ მხრივ. თუმცა ერთი პირობით, მათ არ უნდა დაავიწყდეთ იმ ხალხის პატივისცემა ვინც წარმატებაში შეუწყო ხელი! (ვიდეო)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100