სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

52 წლის ქალი ლიფტში სასტიკად მოკლული იპოვნეს

მოსკოვში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა - 52 წლის ფარმაცევტი ქალი ლიფტში სისხლისგან დაცლილი იპოვნეს.

ლარისა ფროსინას მძარცველი იმ დროს დაესხა ლიფტში, როდესაც ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მის გაძარცვასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 27 წლის აზერბაიჯანელი როშვან შაბანოვი უკვე დაკავებულია და როგორც აღმოჩნდა, მის სახელს არა ერთი ყაჩაღობა უკავშირდება.
როშვანი აზერბაიჯანიდან მოსკოვში ჯერ კიდევ სექტემბერში გადავიდა სამუშაოდ. სამსახურის პარალელურად, ის საღამოობით სხვადასხვა სკვერში ელოდა ხოლმე თავის მსხვერპლ შუა ხნის ქალებს, აკვირდებოდა, შემდეგ ყველაზე უსაფრთხო მომენტში ესმოდა თავს და ფულს სძალავდა.
ლარისას შემთხვევაშიც ასე მოხდა - როდესაც ქალი სადარბაზოში ლიფტს ელოდა, როშმანი მაშინ მიუახლოვდა და ისინი ერთად შევიდნენ კაბინაში. ქალმა შეამჩნია, რომ მამაკაცს დანა ეჭირა ხელში, ამიტომ ლიფტის იმ ღილაკს დააჭირა, რომელიც ოპერატორს უკავშირდება პრობლემის შემთხვევაში, თუმცა ოპერატორმა მხოლოდ იმის მოსმენა მოახერხა, როგორ ემუქრებოდა ქალი ლიფტში მყოფ სხვა პიროვნებას პოლიციის გამოძახებით.
როდესაც გოგონა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შუა ხნის ქალს დახმარება ჭირდებოდა, მაშინვე პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ლარისა სისხლისგან დაცლილი დახვდათ. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ეჭვმიტანილის დაკავება მოხერხდა. მას თან ჰქონდა წაღებული გარდაცვლილის ჩანთა, რომელშიც მხოლოდ 2000 რუბლი იდო.
როშვანმა დანაშაული უკვე აღიარა და მომხდარის დეტალებზეც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ დამნაშავემ ლიფტში 10 წუთი მაინც დაყო, თუმცა ლიფტიორის ოფისიდან პოლიციაში ზარი შედარებით გვიან შევიდა. როგორც გაირკვა, ოპერატორ გოგონას ბევრად უფრო ადრე რომ დაერეკა დახმარებისთვის, ქალი შესაძლოა ახლა ცოცხალი ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100